გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან, მურმან დუმბაძესთან და ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ხულოში ღორჯომის ხეობის მოსახლეობას შეხვდა.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხალხს სამსახური უნდა, თუმცა სამუშაო ადგილები არ არის. პუბლიცისტი არსებულ სიტუაციას „მიტოვებულ გაძარცულ ქარხანას“ უწოდებს.
„შრომას ითხოვენ, რა პრობლემაა აქ, არაფერი, ხალხს უნდა შრომა და არ არის ადგილები. სამუშაო ადგილები არ არის, წარმოგიდგენიათ?! არადა მე მახსოვს, როდესაც აქ დუღილი იყო და მე მაშინ გაქანებულ ოპოზიციაში ვიყავი, რაღაც სხვა პრეტენზიები გვქონდა ჩვენ აბსოლუტურად, მაგრამ ასეთი მდგომარეობა იცით, როგორ გითხრათ, ჰგავს მიტოვებულ, გაძარცულ ქარხანას“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.