მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის სასროლეთზე სხვადასხვა სამხედრო სავარჯიშო მიმდინარეობს. წვრთნების ამ ეტაპზე ქვედანაყოფები საცეცხლე მომზადებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით გადიან.
საერთაშორისო წვრთნაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოებს ასრულებს. საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერების“ დახმარებით საცეცხლე მომზადებას გადიან აშშ-ის II საკავალერიო პოლკის სამხედრო მოსამსახურეებიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კი, ქართველ სამხედროებთან ერთად ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ და საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლება წინა წლებთან შედარებით ფართომასშტაბიანია - გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, გაზრდილია ასევე სწავლებაში ჩართული გერმანული ჯავშანტექნიკისა და ამერიკული ავიაციის რაოდენობაც.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.