ჩინეთის დედაქალაქ პეკინში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ,,მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტთან დაკავშირებით. მოლაპარაკების შედეგად, ქართულმა მხარემ შეძლო ჩინურ მხარესთან შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. შედეგად, მხარეებმა მოახდინეს შეთანხმების ტექსტის პარაფირება და გაფორმდა შესაბამისი ოქმი.
ოქმის შესაბამისად, მხარეები დროულად გაატარებენ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს შეთანხმების შესაძლო მოკლე ვადაში ხელმოწერის მიზნით. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლამდე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საპილოტე საავტომობილო გადაზიდვები განხორციელდება.
შეთანხმების გაფორმება შექმნის ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საფუძველს საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანების განხორციელების დაწყების მიზნით.
შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას, ასევე ქართული წარმოების პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შეტანის წახალისებას ტრანსპორტირების ხარჯების და გადაზიდვის დროის შემცირების გზით. აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ასევე გამოიწვევს თანამშრომლობის გაძლიერებას „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ პროექტის ფარგლებში.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლები.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.