გიორგი ქობულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნო
04-08-2018, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვივნენ და სისტემაში არსებულ მდგომარეობას, კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.

 

 

„განვიხილეთ განვითარების 10-წლიანი, ძალიან სერიოზული გეგმა, რომელიც დაგვეხმარება, სრული სტაბილურობა შევიტანოთ საქართველოს ენერგოსისტემაში“,განაცხადა გიორგი ქობულიამ ვიზიტის შემდეგ.

 

 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, განვითარების გეგმა აგრეთვე უზრუნველყოფს ყველა ახლადაშენებული ჰიდრო და თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებას.

 

 

„ამის შედეგად ჩვენ უახლოეს მომავალში ვიქნებით აბსოლუტურად უზრუნველყოფილი საკუთარი ელექტროენერგიით, ამასთან, ეს ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგრამაში“, აღნიშნა მინისტრმა.

 

 

გიორგი ქობულიამ და ნინო ენუქიძემ ინფორმაცია სსე-ის რეაბილიტაციის მმართველ სულხან ზუმბურიძისგან მოისმინეს და მასთან ერთად განიხილეს ის პროექტები, რომლებიც წელს იწყება და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. როგორც სულხან ზუმბურიძემ აღნიშნა, ეს პროექტები მიმართულია როგორც ქვეყნის შიდა სტაბილურობის, ისე საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი პირველია კავკასიის რეგიონში, ის პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, რომელიც ხორციელდება SCADA-ს სისტემით. სტუმრებმა მოისმინეს სსე-ის რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის პრეზენტაცია კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი