ირაკლი აბესაძე: საგამოძიებო კომისიის დასკვნაში შევაფასებთ მინისტრიდან და მთავარი პროკურორიდან დაწყებული, რიგითი გამომძიებლით დამთავრებული, თითოეული მათგანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს
04-08-2018, 19:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩის მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს, 4 აგვისტოს არასრულწლოვანი მოწმეები გამოკითხა. კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა ნაწილი ვერ ახერხებს სრულად აღიდგინოს და სრულად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

 

 

„არის შემთხვევები, როდესაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არასრულწლოვნებმა და სხვა ფიგურანტებმა იციან უფრო მეტი და ნაკლებ ინფორმაციას აწვდიან კომისიას", განაცხადა აბესაძემ.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომისია გადადის მუშაობის მეორე ეტაპზე და საბოლოო დასკვნის მომზადებას დაიწყებს.

 

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ, ერთი მხრივ, გავაკეთებთ შემაჯამებელ დასკვნას გამოძიებაში არსებულ სერიოზულ ჩავარდნებსა თუ პრობლემებზე, რომლებმაც, სამწუხაროდ, პირდაპირი გავლენა იქონია იმ შედეგზე, რომ დღეს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ბუნდოვანი გარემოება გვაქვს. ასევე შევაფასებთ მინისტრიდან და მთავარი პროკურორიდან დაწყებული, რიგითი გამომძიებლით დამთავრებული, თითოეული მათგანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს და, რა თქმა უნდა, გავცემთ რეკომენდაციას სამომავლო ქმედებების შესახებ, როგორც გამოძიების მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორების, ასევე შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯებისთვის, რათა ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს“, განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი