ვიდეო: სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა
05-08-2018, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში საინჟინრო ქვედანაყოფების საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა. სიტუაციური წვრთნების დასკვნით ნაწილში საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონმა და სხვა ქვედანაყოფებმა კულმინაციური სწავლება ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩაატარეს.

 


საჩვენებელი სწავლების ფარგლებში, ოპერაციათა თეატრში მანევრული თავდაცვა სიღრმეში და თავდაცვის ძირითად ხაზზე ყველა ხელთარსებული ძალებით მოწინააღმდეგის დამარცხება განხორციელდა. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ასიმეტრიულ ბრძოლაზე გადასვლა, რათა მტრულ ძალებს სტრატეგიული მიზნის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცემოდა.

 

 

 

 


წვრთნების მიზანი კომბინირებული მოქმედებებით ქვედანაყოფების სინქრონიზაციის ამაღლება, საბრძოლო ვითარებაში სამანევრო ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა და ოცეულის/ასეულის დონეზე საბრძოლო მომზადების დაგეგმვის წინაპირობის შექმნა იყო.

 


სწავლების დასასრულს, ხუთი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო თერთმეტ სამხედროს საპატიო სიგელები გადაეცა და დასავლეთის სარდლის მადლობა გამოეცხადა.

 


კულმინაციურ სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი პირები და ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი