ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სტრასბურგში გაფრენას აპირებდნენ, თუმცა გაფრენა ვერ შეძლეს და ამაში, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებენ.
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ სახელმწიფო მას ვერ შეაჩერებს, რადგან ის 2017 წლის 1-ელ დეკემბრს უკვე განადგურდა და თავისი შვილის სულის სიწმინდეს კბილებით დაიცავს.
„მინდა პირდაპირ ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ზაზა სარალიძეს ესენი ვერ გაანადგურებენ. იმიტომ, რომ ზაზა სარალიძე განადგურდა 1 დეკემბერს და მკვდარი მეორედ არ კვდება. კბილებით დავიცავ ჩემი შვილის სიწმინდეს. დღეს ჩაგვიშალეს ევროპაში გასვლა, ხვალ გავალთ, ზეგ გავალთ“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
„ქრონიკა +“-ის რედაქტორი აცხადებს, რომ მიუნხენის აეროპორტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო დახურული ფაილი, რის შემდეგაც იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, რომელიც შეხვედრის ორგანიზებას ახდენდა, მიუნხენის აეროპორტში გააჩერეს.
„ამ ვიზიტის და შეხვედრების ორგანიზება გააკეთა ორგანიზაციამ „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის“. მისი ხელმძღვანელი ერთი დღით ადრე ჩავიდა მიუნხენში. მიუნხენის აეროპორტში პაატა აბჟანდაძე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, შეაჩერეს და მას მოსთხოვეს განმარტება, იცოდა თუ არა, რომ იმ პირებს შორის, რომელიც მას აცილებდა იყო ერთ-ერთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი და ძებნილი. ჰქონდა თუ არა მას კავშირი ისლამთან, იცნობდა თუ არა პირადად მალხაზ მაჩალიკაშვილს და ა.შ. გაირკვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაგზავნილია რაღაც დახურული ფაილი“, განაცხადა ელისო კილაძემ.
ბრალდებები აქვს სახელმწიფოს მიმართ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს სიმართლე არ დადგინდეს.
„ამ სახელმწიფოს და ხელისუფლებას არ უნდა, რომ ჩვენ საზღვრების იქით გავიდეთ, რომ სიმართლე დავადგინოთ, რაც კატეგორიულად აქ არის შეზღუდული და აკრძალული ჩვენი სიმართლის თქმა და მაგ სიმართლის მოძიება. დღეს მიუნხენის აეროპორტის მაგივრად აღმოვჩნდით კურიერში“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.