[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
თინათინ ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა
18-06-2015, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა. თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიაწოდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი დეტალურად გაეცნო ქართველი სამხედრობის მიერ შესრულებულ სამუშაოებს და სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას გაესაუბრა. სტიქიის ზონაში თავდაცვის მინისტრთან ერთად პირველი მოადგილე, დავით ებრალიძეც იმყოფებოდა. მინისტრი ზოოპარკის ტერიტორიაზე იმ ადგილზეც მივიდა, სადაც კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.


„ჯერ-ჯერობით შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ ყველა პრობლემა მოგვარებულია. სამწუხაროდ ჯერ კდევ არიან დაკარგული ადამიანები, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს. შესაბამისად ძალიან სწრაფ რეჟიმში კიდევ ბევრი საქმე არის გასაკეთებელი. ამასობაში ბუნებრივია, რომ უკვე სარეაბილიტაციო ქმედებებზე უნდა გადავიდეთ. ვინაიდან დიდი ხანი ესე ვერ გაგრძელდება. უკვე უნდა დავიწყოთ მობილიზება იმისათვის, რომ მოხდეს აღდგენითი სამუშაოების წარმოება და არამხოლოდ მოძიების და გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ჩვენს ვალდებულებას ვასრულებდით, ხოლო თბილისელებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ის ძალიან დიდი სოლიდარობა, რომელიც ქალაქმა აჩვენა, რა თქმა უნდა, იყო უპრეცედენტო და ძალიან მისასალმებელი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რის შემდეგაც ვაკე-საბურთლოს ახალი გზის დაზიანებულ მონაკვეთსა და სვანიძის ქუჩაზე მივიდა, სადაც ჯარისკაცები მუშაობენ.


გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალები სტიქიის ღამესვე ჩაერთო. ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა წყნეთისა და სვანიძის ქუჩების, ვერეს ხეობაში ზოოპარკისა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯარების ლოგისტიკური სარდლობის სპეციალური ტექნიკაცაა მობილიზებული.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი