ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ის გვერდზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრობს და საქართველოს თანადგომას უცხადებს. ვიდეომიმართვის ბოლოს კი ქართულად ამბობს - „ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო“.
„10 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ საქართველოს და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. ომის ჭრილობების მოშუშება შეუძლებელია. ძალიან რთულია, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მხარს უჭერს საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოება. ლიტველები საქართველოს გვერდით დგანან“, ნათქვამია ლინას ლინკევიჩიუსის ვიდეომიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.