მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომ მოვახდინოთ ბათუმის ურბანული განვითარება და დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტები
05-08-2018, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის შემოდგომაზე ბათუმს UEFA-ს სტანდარტების ახალი სტადიონი ექნება, - საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. 

 


ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი იარუსების მოწყობა დაიწყება. სექტემბრიდან დაგეგმილია ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

 

 

„ეს უმნიშვნლოვანესი პროექტი საშუალებას მოგვცემს, ბათუმში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად, არამედ მეტი ტურისტის მოსაზიდად ქალაქში და ზოგადად აჭარაში. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომ მოვახდინოთ ბათუმის ურბანული განვითარება, დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტები. სტადიონი არის ნებისმიერი წარმატებული ევროპული ქალაქის აუცილებელი ატრიბუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მონიტორინგს, რომ ეს პროექტი ვადაში დასრულდეს“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

20 ათას მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა სექტემბრიდან 250-მდე გაიზრდება. მთლიანად, მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი