პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის ქადაგებას, ნარკოტიკების შესახებ, ეხმაურება. ჯაფარიძე ფეისბუქში წერს, რომ პატრიარქი საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს და მას სურს მისი ნების გარეშე საქართველოს მოსახლეობამ არაფერი მოიმოქმედოს.
„საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ვთქვი - ამით მნიშვნელოვნად დავშორდით საბჭოთა კავშირს-თქო. რამდენიმემ მომწერა - ეგ რა შუაშიაო.
მთავარი განსხვავება „საბჭოთა კავშირსა“ და თავისუფალ საზოგადოებას შორის მდგომარეობს იმაში თუ როგორ უყურებს ეს ორი სისტემა ადამიანს: თავისუფალი საზოგადოება ნიშნავს რომ სისტემა საკუთარ შემადგენელ კომპონენტებს უყურებს როგორც ადამიანებს - თავისუფალ არსებებს, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე.
„საბჭოთა კავშირი“ ნიშნავდა სისტემას, რომელიც ადამიანებს თვლიდა არა ადამიანებად, არამედ რაღაც არსებებად, რომელიც უნდა ემართათ ძლიერთა ამა ქვეყნისა, რადგან თუ ამ არსებებს მისცემდნენ თავისუფლებას, ისინი თავს დაიღუპავდნენ. იმ დაშვებიდან რომ ადამიანები სინამდვილეში არ არიან ადამიანები, ანუ თავისუფალი არსებები, არამედ არიან სამართავი ხროვა - ერთი ნაბიჯია ადამიანების ხოცვამდე, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად.
ეს იყო საბჭოთა კავშირი. ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი - ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ ადამიანი თავისუფალია აკეთოს რაც უნდა ის, თუ სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ასეთი ქმედებებისთვის ადამიანი დასაჯოს ანუ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართო, აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო.
ეს ადამიანი კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. ის ფიქრობს რომ მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა არის ცუდი. ის ფიქრობს რომ მან უნდა „დაგრთოთ ნება“ ქმედებისთვის, რომლითაც არავის აყენებთ ზიანს. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას, ის სრულად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი“, წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზურაბ ჯაფარიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.