„ქართულო ოცნებავ“, თავმჯდომარე ივანიშვილო, არა გრცხვენიათ, რა სინდის-ნამუსით რჩებით ქვეყნის მმართველობაში?! - მოსაზრება
06-08-2018, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხალხის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე დაკვირვებით, მათთან კონტაქტით, რასაც პროფესიონალური სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, - საქართველოში საცხოვრებლად დარჩენილი ქართველი ხალხის უმრავლესობას მიაჩნია, რომ:

 


1. საქართველო „განვითარების“ არასწორ გზაზე დგას;

 


2. ქვეყნის პრეზიდენტის არჩევას აზრი არა აქვს;

 

 

3. არც ერთი მოქმედი პოლიტიკური პარტია სანდო არ არის;

 


4. სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლიანობის ხარისხი უმდაბლესია;

 


5. მასმედია არაობიექტურია და ემსახურება კერძო პოლიტიკურ ინტერესებს;

 


6. არასამთავრობო სექტორი ფინანსდება უცხოეთიდან და დამფინანსებლების ნებას გამოხატავს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს;

 


7. ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა, ვერ ასრულებენ არჩევნების წინ გაცემულ დაპირებებს;

 


8. გაიზარდა ქვეყნიდან ქართველების ემიგრირების პროცესი და ამის ფონზე, იზრდება უცხოელ მიგრანტთა შემოდინება საქართველოში;

 


9. საქართველო ნარკოტიკული ტერორის სუბიექტი გახდა, რაზეც მეტყველებს ნარკომანების რიცხვის კატასტროფული ზრდა ქართველ ახალგაზრდებს შორის;

 


10. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა პრიორიტეტული აღარაა და არ წარმოადგენს არსებული ხელისუფლების ინტერესს;

 


11. მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება;

 


12. ამგვარი უიმედობა და აპათია, რაც დღეს არის გაბატონებული ქვეყანაში, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული არავის ახსოვს;

 


13. განათლების მხრივ საქართველოს მომავალი საფრთხეშია, რადგან ყოველმა მეოთხე აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი;

 


14. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ იმატა თავდასხმებმა, რაც ძირს უთხრის ერის ზნეობრივ საფუძვლებს;

 


P.S. ამ არასრული ჩამონათვალის და რაც გამომრჩა იმის გათვალისწინებით, - „ქართულო ოცნებავ“ და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, რა სინდის-ნამუსით რჩებით ქვეყნის მმართველობაში?!

 


არა გრცხვენიათ, წადით რა, თავი დაგვანებეთ!!!.

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი