ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტია მოსკოვში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა ოთახში იპოვეს იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი დამლაგებელმა აღმოაჩინა. გამოძიება, ძირითადად, თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
ცნობილი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია მოსკოვში „ქართველთა კავშირის" პრეზიდენტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.