საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევისთვის კონსულტაციებს იწყებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პირველ კონსულტაციას აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან მართავენ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მოსაზრებებს მოისმენენ.
„პირველი და უმნიშვნელოოვანესი საკითხი, რაზეც ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მოსაზრებები და რჩევები, ეს არის - როგორ უნდა დაიგეგმოს პროცესი იმისთვის,რომ მივიდეთ საუკეთესო შედეგამდე; როგორ წარმოუდგენიათ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს პროცესის მართვა; კრიტერიუმები, რომელსაც ეს ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს იმიტომ, რომ კანონში არის ზოგადი ჩანაწერები და კონკრეტული დეტალები მასში არ არის გაწერილი. ეს შეხვედრა ემსახურება სწორედ პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მოსაზრებების მოსმენას.... ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, ეს არის ფაქტი, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მას არანაირი ხელშეწყობა ორი უმნიშვნელოვანესი უწყებიდან - პარლამენტიდან და იუსტიციის სამინისტროდან, არ ჰქონდა, შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ, არ იქნება სამართლიანი რომ ერთ ადამიანს დაბრალდეს", განუცხადა ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა.
პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს წარადგენს, კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.