ირაკლი ალასანია: რომ არ ყოფილიყო საზოგადოებრივი აქტიურობა, ღარიბაშვილი გურიელიძის ქების ნაცვლად, მის საბრალდებო დასკვნას წაიკითხავდა
18-06-2015, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი აქტიურობა და მასმედიაში განსაკუთრებული ყურადღება რომ არ ყოფილიყო, ღარიბაშვილი გურიელიძის საბრალდებო დასკვნას წაიკითხავდა , - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.


"რომ არ ყოფილიყო საზოგადოებრივი აქტიურობა, რომ არ ყოფილიყო მასმედიაში ასეთი განსაკუთრებული ყურადღება, დღეს კი არ შეაქებდა ზურა გურიელიძეს, არამედ საბრალდებო დასკვნას წაიკითხავდა. ეს რომ მზადდებოდა, ყველამ ვიგრძენით იმ განცხადებებით, რომლებსაც მთავრობის სხვადასხვა წევრები აკეთებდნენ. დღეს სიმართლის გვერდით დადგა ხალხი და ღარიბაშვილმა უკან დაიხია", - აღნიშნა ალასანიამ.


მისივე თქმით, უნდა მოხდეს იმ დოკუმენტაციის გამოთხოვა, რომლითაც კრიზისების საბჭო ხელმძღვანელობდა. "ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ რა დოკუმენტაცია შეიქმნა კრიზისების მართვის საბჭოსგან და ვისზე იყო გაწერილი თუნდაც ის დავალება, რაც გულისხმობს აღრიცხვას, შემდეგ უკვე იზოლირებას ან განეიტრალებას მტაცებლების", - განაცხადა ალასანიამ.


მისივე თქმით, ამ მოვლენებთან ბრძოლაში მთავრობას აკლდა ერთიანი ჩანაფიქრით მუშაობა. "ამ დღეებმა გამოაჩინა, რომ არსებობს ძალიან კარგად ორგანიზებული სტრუქტურები, მათ შორის სამაშველო სამსახური. თვითორგანიზებული იყო საზოგადოება. პოლიცია, პატრული, ყველა იყო ჩაბმული ამ მოვლენებში. მაგრამ ამ მოვლენებთან ბრძოლას აკლდა მთავარი, მთავარი ეს იყო ერთიანი ჩანაფიქრით მართვა მთელი ამ კრიზისული მოვლენის. როდესაც ასეთ სტიქიურ უბედურებასთან გვაქვს საქმე, სახელმწიფო, ხელისუფლება, არა მხოლოდ უნდა შეიკრიბოს კამერების წინ, არამედ იქ უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული სტანდარტული სამოქმედო გეგმები და კონკრეტულად გაწერილი და დამტკიცებული უნდა იყოს რაზე ვინ არის პასუხისმგებელი", - აღნიშნა ალასანიამ.


მისივე თქმით, ამ ყველაფერს კატასტროფულად მოუმზადებელი დახვდა აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ბირთვი, ვინც უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ანტიკრიზისული ვითარების მართვაზე.


"ჯარი, პოლიცია, მაშველები, მოხალისეები ერთად იყვნენ და მათ სჭირდებოდათ ორგანიზებული მართვა, რაც ვერ დავინახე. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მომავალში, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, უნდა გაწეროს შემდეგი: სწრაფი შეტყობინების სისტემა, ანუ როდესაც ასეთი კლიმატური პირობებია, უნდა გვქონდეს შეტყობინების სისტემა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მდინარესთან და ვისაც ადიდების შემთხვევაში შეექმნება საფრთხე. ასევე უნდა იყოს გაწერილი სტანდარტული პროცედურები ყველა უწყებისთვის", - აღნიშნა ალასანიამ "რუსთავი 2" -ის ეთერში გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი