„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურას ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებში, არსებულ ცდომილებებზე გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ დეკლარაციებში ასი ათასობით ლარის აცდენა აქვთ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილს.
„მივმართავთ პროკურატურას გამოიძიონ, როგორ მოხდა, რომ ასი ათასობით ლარის აცდენა ჰქონდა კვირიკაშვილს დეკლარაციაში, ასევე, ქუმსიშვილს. როგორ მოხდა, რომ ასი ათასობით ქონება შეიძინა ვანო ზარდიაშვილმა მას შემდეგ, რაც გახდა „ქართული ოცნების“ წევრი. ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, ფაქტობრივად, ერთ დღეში გახდა მილიონერი და მან ორ მილიონ ნახევარი ლარის ქონება შეიძინა მას შემდეგ, რაც პროკურორობიდან გადადგა“, განაცხადა ხაბეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.