საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, რომ ის დაეხმარება ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, ჩავიდნენ ჰოლანდიაში და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დახმარება მიიღონ. მანვე დაამატა, რომ საქართველოში ეს საქმე სუს-ისა და სხვა ორგანოების გამო ჩიხშია შესული და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა საჭიროა.
„ყველაფერი შესულია ჩიხში, ამიტომაც, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა აუცილებელია. რაც შეეხება ამ ხალხის ევროპაში შემოშვებას, ჰოლანდია და მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლები არიან, მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მაჩალიკაშვილსა და სარალიძეს, შემოიყვანონ ისინი შენგენის ზონაში, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ჩასვლა და მისვლა, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ამ ხალხს ხელს შევუწყობთ, რომ ჩამოვიდნენ და დაამთავრონ ის, რის გაკეთებასაც აპირებდნენ. მათ ხელს ვეღარ შეუშლის ვერანაირი სუს-ისა და სხვა ორგანოების ხრიკები. ამის გარანტია ჩვენ უკვე აღებული გვაქვს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.