ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მალზაზ კობაური სამხარაულის სახელობის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში მისმა უფლებადამცველებმა მოინახულეს.
ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, კობაურს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„ჩანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რის საფუძველზეც უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი, კობაური იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში იმ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, რასაც მას აბრალებენ. ვეთანხმებით, ასეთი ექსპერტიზა ჩატარდეს იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ კობაური ძალიან ლოგიკურად აზროვნებს, მისი ჩვენება არის თანმიმდევრული.... დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმესთან მიმართებაში, უამრავი ნიუანსია, დეტალია, რასაც ძალიან მალე აეხდება ფარდა და ჩვენ ამაზე ღიად ვისაუბრებთ. საზოგადოება დარწუნდება იმაში, რომ კობაურს არანაირი წვლილი არ მიუძღვის სმიტების გარდაცვალებაში", აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით კი, ბრალდებულის მონაწილეობით, დაგეგმილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.
„გარკვეული დამატებითი დეტალები გაიხსენა ბრალდებულმა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე მას შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც მოხდება დადგენილი წესით მისი გამოკითხვა, შესაბამისი ოქმის შედგენა თანმიმდევრულად, სრულად, ობიექტურად, რის შემდეგაც, ჩვენ აგრეთვე დაგეგმილი გვაქვს უკვე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ბრალდებულის მონაწილეობით", განაცხადა ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ბრალდებულ მწყემსს სამედიცინო ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე უტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.