„ქართული ოცნების“ წევრი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, ის ნამდვილად ნეიტრალური პრეზიდენტი იქნება, გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ოპოზიციისკენ იხრებოდა.
„მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვუჭერდი მხარს, რომ მმართველი გუნდიდან ყოფილიყო წარდგენილი კანდიდატი. არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ თუ დამოუკიდებელ კანდიდატსაც დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი, არაუშავს. მარგველაშვილი ნეიტრალური არ იყო, მარგველაშვილი გადაიხარა ოპოზიციის მხარეს და ამიტომ ის ნეიტრალური ვერ გახდა. სალომე ზურაბიშვილს მე ვიცნობ დიდი ხანია, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ერთად ვიყავით და მერე ასე და ასე შემდეგ, თქვენ თვითონ ნახავთ, რომ ნამდვილად ნეიტრალური პიროვნება იქნება, რა თქმა უნდა, თუ ასე ვთქვათ, გაიმარჯვა არჩევნებში და წარმოადგინა მმართველმა გუნდმა“, განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.