ზაზა სარალიძე: ხელისუფლებას ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტექნიკური მოშორება უნდოდა
06-08-2018, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ და „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გერმანიის საელჩოს მიმართეს. მათ საელჩოში შესაბამისი დოკუმენტები წარადგინეს თუ რატომ მიდიოდნენ სტრასბურგში. ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს უცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გერმანიის ძალოვან უწყებებს, რათა მოეხდინათ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტექნიკური მოშორება.

 

 

„საქართველოს ხელისუფლებამ გერმანელ ძალოვანებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამ კაციან ჯგუფში, ერთ-ერთი იყო ტერორიზმში ბრალდებული. პირდაპირააა საუბარი მალხაზ მაჩალიკაშვილზე. ჩვენს შუამავალს განუმარტეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი იყო ტერორიზმში ბრალდებული. ჩვენ მისი თანმხლები პირები ვიყავით და ამ წუთში ალბათ, გერმანიის პოლიციაში თუ ციხეში ვიქნებოდით. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი მოშორება, ამას საზოგადოება მიხვდება, რომ არ უნდათ ჩემი შვილის მკვლელების გამოაშკარავება და პასუხისგებაში მიცემა. ეს ყველაფერი დღეს სახეზეა. ტექნიკურად გადაწყვიტეს ჩემი მოშორება“,  განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი