თბილისში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვი გაიზარდა. "საქართველო მოძრავ ნაღმებზე ზის, რვა წელიწადში მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით (მეტალოპლასტიკური) საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებსა და მგზავრებს, არამედ მის გარშემო მოძრავ ობიექტებსაც, რადგან ამ ბალონების მასობრივი სკდომაა მოსალოდნელი", - აცხადებს პროფესორი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ევგენი უშვერიძე.
- ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებში დამონტაჟებული მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, მეტად სახიფათოა, რადგან ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინა-ბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა.
ამ ხნის განმავლობაში დაბერებას იწყებს ორგანული შემკვრელიც და არავინ იცის, როდის გასკდება ბალონი. რვა წლის შემდეგ მოსალოდნელია ამ ბალონების მასობრივად სკდომა, რადგან ის ლითონის თხელი ფირფიტისგანაა დამზადებული და მასზე დახვეულია შემკვრელში გაჟღენთილი უწყვეტი მინა-ბოჭკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.