თბილისის მერიამ სტიქიის ზონებში მოხალისეების ერთ ნაწილს სამუშაოების შესრულებაზე უარი განუცხადა
18-06-2015, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ სტიქიის ზონებში მოხალისეების ერთ ნაწილს სამუშაოების შესრულებაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბში განაცხადა.

 

დავით ნარმანიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს, სვანიძის ქუჩაზე იმუშავებენ ის მოხალისეები, რომლებსაც შესაბამისი აღჭურვილობა ექნებათ და სათანადოდ იქნებიან ჩაცმულები.


მერმა დასძინა, რომ მოხალისეებს სპეციალური ხელთათმანები უნდა ჰქონდეთ და ისეთი ტანსაცმელი უნდა ეცვათ, რომელიც მათ სხეულს მთლიანად დაფარავს.


"მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარეუბნებზე, საცხოვრებელი სახლების ეზოებში. სხვა დანარჩენ ნაწილებზე, სადაც არის რისკის ზონა, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გარდა ამისა, არის სპეციალური წესები და პირობები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას", - განაცხადა ნარმანიამ.


თავად მოხალისეები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე განიმუხტება და შაბათ-კვირას სამუშაოების გაგრძელებას შეძლებენ. მათი ინფორმაციით, ობიექტებზე მუშაობა დაკავშირებულია რისკებთან, როგორც ეპიდემიის თუნდაც მინიმალური საფრთხის, ასევე მტაცებელი ცხოველების მხრიდან თავდასხმის გამო.


სტიქიის ზონები უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი იქნება პატრულის მიერ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი