იუნკერთა კურსების გამოშვება - 118-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო
06-08-2018, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 118-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო.

 


სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა. სიტვით მიმართვისას სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილზე, თავგანწირვასა და სამშობლოსთვის თავდადებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე გაამახვილა და კურსდამთავრებულებს, ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა.

 


ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცათ და წარმატებული სტუდენტები სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ.

 

 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ- მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები აკადემიის რექტორი პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 


კურსდამთავრებულ იუნკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო და ტექნიკურ კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო რეგიონალურ გამოფენაში, სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებსა და სატელევიზიო პროექტებში.

 

 

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყის სამხედრო განათლება.

 


კურსდამთავრებული ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე გადანაწილდებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი