რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.
მედვედევის განცხადებაზე, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველო თავისი განვითარების კურსით არავის წინააღმდეგი არ არის.
„ასეთი ტიპის განცხადებები ისმის ამ ბოლო დროს უფრო ხშირად რუსეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, თუმცა, კიდევ ერთხელ, პასუხად მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას დაბეჯითებით და დარწმუნებით, რომ საქართველო თავისი განვითარების კურსით, მისი რეფორმებით არ არის არავის წინააღმდეგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს კურსი ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - იმას, რომ ეს იყოს ქვეყანა, რომელიც შეძლებს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში განავითაროს ეკონომიკა და ჰყავდეს დაცული საზოგადოება“, განაცხადა ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.