საქართველოს - პატარა ქვეყანას - სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს ძალიან მწარე და მძიმე, ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი.
მედვედევის განცხადებაზე, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ინტერესები განსხვავდება, თუმცა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მისწრაფება რუსეთის ფედერაციის წინაარმდეგ მიმართული არ არის.
„დიდი ხანია, ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს, რასაკვირველია, მედვედევის და რუსეთის ზოგადად ინტერესების სხვა არის. ჩვენი ინტერესები სხვა არის, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით და გავიმეორებთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით არავის წინაღმდეგ არ არის მიმართული", განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.