ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე, სოფლის მცხოვრებლების პროტესტს ეხმაურება. თალაკვაძე წერს, რომ მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია, რადგან მოპოვების პროცესში არაერთი დარღვევაა. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი.
„მინდა გამოვეხმაურო ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების შედეგად წარმოშობილ პრობლემას, რაზეც სოფლად მცხოვრებმა საზოგადოებამ მომმართა.
გავეცანი დოკუმენტაციას, მქონდა კომუნიკაცია მთავრობასთან, წიაღის ეროვნული სააგენტოც პირველივე შეტყობინებისთანავე ჩართულია და ადგილზე არსებულ მდგომარეობაზეც მივიღე ინფორმაცია.
რამდენადაც შემეძლო შევისწავლე საკითხი და მიმაჩნია, რომ სოფლის მცხოვრებთა პროტესტი სამართლიანია. ინერტული მასალის მოპოვების პროცესში არის არაერთი დარღვევა. მაღალი ალბათობით ზიანი ადგება გარემოს, მდინარე აჭისწყლის უნიკალურ ხეობას და ეკოსისტემას. ასევე, დადგენილი პრაქტიკით, ინერტული მასალის მოპოვებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა საჭიროა, რაზეც მუნიციპალიტეტს საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს.
მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი, ვინაიდან იკვეთება ამის ლეგიტიმური, სამართლებრივი საფუძველი. ასევე, მიიღონ შესაბამისი ზომები ადგილზე, გარემოსადმი მიყენებული შესაძლო ზიანის გამოსწორების მიზნით.
მოსახლეობის სახელით, ვთხოვ ლიცენზიის მფლობელ მეწარმეებს გაითვალისწინონ ადგილზე შექმნილი ვითარება და გარემოს დაცვის ინტერესი“, წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.