მირჩევნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არ შევეწინააღმდეგები, თუკი, არჩევანი შეჩერდა დამოუკიდებელ კანდიდატზე, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის დაგეგმილ შეხვედრამდე გააკეთა.
ხუნდაძის თქმით, პარტია რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის, ოპოზიციურ ველზე არჩევნების გადასროლასაც განიხილავს.
„შეხვედრაზე განვიხილავთ რამდენიმე თეორიულ ვარიანტს. ერთი არის ოპოზიციის მინდობა, ოპოზიციურ ველზე არჩევნების გადასროლა, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ოპოზიცია არ არის სტაბილური და კონსტრუქციული. დესტრუქციული პრეზიდენტი იქნება არასტაბილურობის გარანტი მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მათი კანდიდატი.
მეორე ვარიანტი, როგორც „ქართული ოცნების” წევრს მირჩევნია, რომ კანდიდატი იყოს უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არ შევეწინააღმდგები თუკი არჩევანი შეჩერდა დამოუკიდებელ კანდიდატზე, უბრალოდ მექნება სურვილი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს არამხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ იყოს მას შემდეგაც, რაც კონკრეტული კანდიდატი დაიკავებს პრეზიდენტის სავარძელს. დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი, ამის პოლიტიკური ნება არსებობს. შესაძლოა, ასეთი არჩევანიც გაკეთდეს, ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი, რაზეც თანახმაა „ქართული ოცნება“. თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩემი მხარდაჭერაც ასეთ კანდიდატს ექნება ოღონდ ჩემი უცვლელი სურვილით, რომ ის იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი”, განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.