სალომე ზურაბიშვილი მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მოსახლეობის და ბიზნესის მხარდაჭერას ითხოვს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მისი კანდიდატურის შესაძლო მხარდაჭერას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ვერავის ვერ დაავალდებულებს იყოს მისი მხარდამჭერი: „მე თუ ვინმე მხარს დამიჭერს, ვიქნებოდი მადლიერი“, აღნიშნა მან და დაამატა, რომ ამ საკითხზე მას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ ჰქონია.
სალომე ზურაბიშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
ამ წუთებში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც პარტიაში განცხადება გაკეთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.