ლევან იზორია: „შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ის საფუძველი, რაც გვაძლევს წინაპირობას იმ ამოცანების განხორციელებისთვის, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე, ტერიტორიების გაერთიანება, გამთლიანება და თითოეული მოქალაქის ღირსების დაცვა ჰქვია“
06-08-2018, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენი სახით შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ მტკიცე სულით, პროფესიონალიზმითა და შემართებით. სწორედ, თქვენნაირი ძლიერი ადამიანები სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობისთვის. არ გვაქვს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობითა და სიყვარულით გავუწოდოთ ხელი აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ის საფუძველი, რაც გვაძლევს წინაპირობას იმ ამოცანების განხორციელებისთვის, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე, ტერიტორიების გაერთიანება, გამთლიანება და თითოეული მოქალაქის ღირსების დაცვა ჰქვია“, აღნიშნულის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

 


თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ კურსდამთავრებულს, რომელმაც სამშობლოსათვის სამსახური გადაწყვიტა, მათ მშობლებს. ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს, ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა. სიტყვით მიმართვისას, მან, ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლების იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე ისაუბრა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი