ლევან იზორია: „ჩვენი ვალია, პირველ რიგში, უკვდავყოთ, ქედი მოვიხაროთ ათი წლის წინ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე”
06-08-2018, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა, სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნისთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილსა და თავგანწირვაზე ისაუბრა.

 

 

„ჩვენ, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ათი წლის წინ გვიჩვენეს, თუ რა არის ქართველი ჯარისკაცისთვის სამშობლოს სიყვარული, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ის ღირსეული გზა, რომელიც ისტორიულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ჩვენი ვალია პირველ რიგში უკვდავყოთ, ქედი მოვიხაროთ მათი სახელების წინაშე. მადლობა ვუთხრათ კიდევ ერთხელ მათ და მათი ოჯახის წარმომადგენლებს, იმ თავგაწირვისა და თავდადებისთვის რაც მათ სამშობლოსთვის გასწიეს. ჩვენ ამ ათი წლის შემდეგ შეგვიძლია სიმაყით ვთქვათ, რომ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი