საქართველოში უკრაინის ვიცე პრემიერი, პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე
06-08-2018, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე პრემიერი პავლო როზენკო ეწვივნენ. აეროპორტში მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

 

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ ამ ვიზიტით უნდათ სოლიდარობა გამოხატონ ქართველი ხალხის მიმართ და მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

„ჩვენი ვიზიტით გვინდა გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე თქვენი ქვეყნის ტრანსატლანტიკური და პროევროპული მისწრაფებების მიმართ, კმაყოფილი ვართ ბრიუსელში „ნატო“-ს სამიტის შედეგით, რომ საქართველოსთვის „ნატო“-ს და ალიანსის კარი ღია რჩება“, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში: „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

 

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა გუშინ, Twitter-ის გვერდზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში მან ქართველ ხალხს თანადგომა ქართულ ენაზე გამოუცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი