საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ამჟამად პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მისი ავტორობით გამოცემულ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებას აღარ ეთანხმება.
როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც ივანიშვილის საქმეების შესახებ გაიგო, „რთულია, ამის მერე თქვა, რომ ეს არის რუსი ოლიგარქი".
„მე რაც დავწერე წიგნში, ეს არის ის, რასაც ფიქრობდა იმდროინდელი სალომე ზურაბიშვილი. ოლიგარქი იყო, არის საერთო მცნება, ეს იყო ჩემი დახასიათება მისი. იყო ის, რაც იყო ჩემი და საერთოდ საზოგადოების დახასიათება ადმიანის, რომელსაც არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა.
იმის მერე გავიგე ბევრი რამე. გავიგე, მაგალითად, რომ ნაწილი იმ ძალიან დიდი საქმის, რაც მე მეგონა, რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, ანუ პოლიციის, ჯარის სახით, თურმე, ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.
ძალიან რთული არის, რომ ამის მერე თქვა, რომ ეს არის რუსი ოლიგარქი. მე სადღაც მაქვს შინაგანი ლოგიკა. რაღაცას ვამბობ მაშინ, როდესაც, ჩემი ინფორმაციით, არის ასეთი სიტუაცია. დღეს ჩემი ინფორმაცია არის ძალიან განსხვავებული, სხვანაირად ვფიქრობ", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.