ირანის პრეზიდენტმა აშშ-ის მიერ თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას, „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა
07-08-2018, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების მიერ თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების კვლავ დაწესებას, რომელიც შუაღამისას შევიდა ძალაში, „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა, რომლის მიზანიც, რუჰანის თქმით, „ირანელებს შორის უთანხმოების დათესვაა“.

 


სანქციები, რომლებიც ვაშინგტონის მიერ ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას მიღწეული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოსვლის შემდეგ შევიდა ძალაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს შეეხება და ირანის ნავთობის ვაჭრობის წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებად მოიაზრება.

 


ევროპის კავშირმა სანქციების წინააღმდეგ გაილაშქრა და პირობა დადო, რომ დაიცავს ფირმებს, რომლებიც „კანონიერ ბიზნესს“ ეწევიან.

 


რა სფეროებს ეხება სანქციები?

 


დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საპრეზიდენტო განკარგულების მიხედვით, სანქციები ასეთია: ირანის მთავრობას ეკრძალებს აშშ-ის ბანკნოტების შეძენა;

 

 

სამიზნეებს შორისაა, ირანის ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა;

 


გრაფიტის, ალუმინის, ქვანახშირის წარმოება;

 

 

ირანულ ვალუტასთან, რიალთან დაკავშირებული ტრანზაქციები;

 

 

ირანის საავტომობილო სექტორი.

 


„მათ სურთ წამოიწყონ ფსიქოლოგიური ომი ირანელი ერის წინააღმდეგ. მოლაპარაკებებს, სანქციებთან ერთად, აზრი არ აქვს. ჩვენ ყოველთვის დიპლომატიის და მოლაპარაკებების მომხრე ვართ, მაგრამ მოლაპარაკებებს სჭირდება კეთილსინდისიერება“, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაცას ასევე ბრალი დასდო იმაში, რომ ირანს, აშშ-ის ნოემბრის შუალედური არჩევნებსი წინ, საშინაო პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს.

 


გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება გლობალური უსაფრთხოებისთვის „არსებით“ დოკუმენტად რჩება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი