საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პირველმა კანონმდებელმა დაღუპული გმირების მემორიალთან, ჟურნალისტებთან საუბრისას რუსულ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არ იცვლება.
„რუსული მოდგომა და პოლიტიკა, სამწუხაროდ, არ იცვლება. ეს არის აგრესიული პოლიტიკა, არაპრაგმატული პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ხედვა და ის მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, საუბარია, რა თქმა უნდა, მშვიდობიან ზომებზე იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისათვის“, განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.