რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, მმართველი გუნდის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველომ დაკარგა უამრავი ადამიანი, მათ შორის მებრძოლი გმირები, რომელთა მაგალითებზეც მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული.
„ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მებრძოლი გმირები და მათ უკვდავსაყოფად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს და მათი სულები უნდა მოვიხსენიოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, პირიქით ჩვენ შვილებს, მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.