მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო კანდიდატია, რადგანაც ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მათ პრობლემას არ შეუქმნის და იქნება პრეზიდენტი, ვინც ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ჩაუდგება, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
ძაბირაძის აზრით, ივანიშვილმა მისგან სწორედ ეს გარანტია მიიღო და მისი დღევანდელი გარდასახვაც ამის მანიშნებელია. ექსპერტი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებას შეძლებს და პრეზიდენტი გახდება.
„ეს არის შეთანხმებული თამაში, სადაც მმართველმა გუნდმა მიიღო გარანტია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ჩაუდგება და ის იქნება გარანტი, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათ არანაირი წინააღმდეგობა მისი მხრიდან არ ექნებათ.
„რაც შეეხება მის ხასიათს, არ მგონია, რომ მან ივანიშვილს რამე წინააღმდეგობა გაუწიოს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს საკმაოდ სუსტი ბერკეტები აქვს და, ფაქტობრივად, უუფლებოა. ამიტომაც მას იურდიულად ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლება“, აცხადებს ექსპერტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.