რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
მედვედევი, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ ომი გარდაუვალი არ იყო და შეარაღებული დაპირისპირება არ მოხდებოდა, რომ არა სააკაშვილის „უპასუხისმგებლო, ამორალური, უპრინციპო და დანაშაულებრივი ქმედება".
„ომი არ იყო გარდაუვალი. ჩემი შეფასება იგივე რჩება - რომ არა სააკაშვილის უპასუხისმგებლო, ამორალური, უპრინციპო და დანაშაულებრივი ქმედება, ომი არ იქნებოდა. დიახ, იმ პერიოდში რეგიონში დაძაბულობა პიკს აღწევდა. ეს ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო. მახსოვს, როცა 1990 წელს პირველად ჩავედი სოჭიდან აფხაზეთში, შესაბამისად საქართველოში, რიგით მოქალაქეებთან საუბრისას ვიგრძენი, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ რთული დამოკიდებულება ჰქონდათ. სწორედ ამ დამოკიდებულების ფონზე გაჩნდა კონფლიქტი, სწორედ ამის გამო შევიყვანეთ მშვიდობისმყოფელები. 2008 წლამდე ამ ნეგატიური პროცესების ბალანსი ხდებოდა. უკვე 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ძალადობას მწვანე შუქი აუნთო. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით. პირველ რიგში მე ვხელმძღვანელობდი იმით, რომ მომავალში ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯი იყო. შემდეგ მე ვესაუბრე მთავრობის თავმჯდომარეს, ვლადიმერ პუტინს და მან ამ სააკითხში მხარი დამიჭირა", განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.