მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია 10 წლის წინ არასწორად შეფასდა და აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი დაუშვებელია, რადგან მას უნდა უთხრა სიმართლე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და აქვს ნება დამოუკიდებლობის სახელით იაროს ბოლომდე.
„თუ დავუბრუნდებით 10 წლის წინანდელ შედეგებს, შევხედავთ, რომ ჩვენ ყველას არ გვეყო ძალისხმევა, ხშირ შემთხვევაში გამჭრიახობა იმისთვის, რომ შეგვეფასებინა იმ წუთას რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი პირდაპირ სიმართლის ართქმა, არდარქმევა აგრესიისა იმაზე, რაც არის პირდაპირი დარღვევა როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ადამიანური ნორმების, თუნდაც ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების. ყველა პრინციპის დარღვევას უნდა მაშინვე დარქმეოდა ყველაზე მძაფრი სახელი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების - ეს არის ომი, იმიტომ რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება და ეს იქნება ბოლომდე გატანილი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.