მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად.
შეხვედრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ 10 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო აგრესია და აგრძელებს დღემდე ოკუპირებულ რეგიონებში.
„ამ ძალიან სიმბოლურ დღეს ჩვენ აქ უნდა ვყოფილიყავით. 10 წელი გავიდა. ჩვენ ოთხი ქვეყნის ერთობლივი განცხადება მივიღეთ, რომელსაც ვიზიტის შემდეგ გამოვაქვეყნებთ. ეს არის რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 10 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ კრიზისული შედეგი ჰქონდა, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები აქვს. არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორია ამ დრომდე ოკუპირებული რჩება. არამედ რუსეთი მსოფლიოს მილიტარულ მიდგომას სთავაზობს. ამ ათი წლის განმავლობაში რუსეთი რეგიონების მილიტარიზებას განაგრძობს. ზრდის სამხედროების რაოდენობას. აფხაზეთში გაიზარდა სამხედრო წვრთნები რაც რეგიონში უსაფრთხოების დესტაბილიზაციის საფუძველია. ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემდეგომ აგრესიას“, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.