მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად.
უკრაინის ვიცე პრემიერმა, პავლო როზნეკომ შეხვედრისას ლეხ კაჩინსკის სიტყვები გაიხსენა: „დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი“ და აღნიშნა, რომ ეს სიტყვები გამართლდება.
„არ შემიძლია არ გავიხსენო ლეხ კაჩინსკის სიტყვები. დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი. სამწუხაროდ მისი სიტყვები გამართლდა. 4 წელია უკრაინა ებრძვის რუსულ აგრესიას. ამიტომაც ჩვენ ყველამ ჩვენს პარტნიორებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან, მთელი ცივილიზებული სამყაროდან უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა“, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.