კალიფორნიის ხანძარი შტატის ისტორიაში უდიდესია
07-08-2018, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური პირების განცხადებით, კალიფორნიის შტატში ტყუპი ხანძარი, სახელწოდებით „მენდესინოს კომპლექსური ხანძარი“, ისტორიაში უდიდესია.



ხანძარი ამ დღეებში უფრო გაძლიერდა და 1149 კვ.კმ მოიცვა, რაც ლოს ანჟელესის ფართობს თითქმის უტოლდება.



მეხანძრეები ცხელი ამინდის, ძლიერი ქარისა და დაბალი ტენიანობის პირობებში, საერთო ჯამში, 16 დიდ კერას ებრძვიან.



სულ მცირე, შვიდი მეხანძრე დაიღუპა შტატის ჩრდილოეთით მდებარე ხანძრის კერასთან ბრძოლისას.



ამავდროულად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხანძარი „უარესი გახადა“ კალიფორნიის გარემოს დაცვის სამსახურის კანონებმა. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ეს განცხადებები დაგმეს და გააკრიტიკეს.



14 000 მეხანძრე და შეერთებული შტატების ასეულობით ჯარისკაცი ცდილობს ცეცხლთან გამკლავებას და შტატის ტერიტორიაზე არსებული მრავალი კერის ლიკვიდირებას.



ამინდის ეროვნული სამსახურის მეტეოროლოგმა, ბრაიან ჰარლიმ განაცხადა, რომ პირობები სწრაფი ტემპით არ გაუმჯობესდება, რადგან ზოგიერთ ტერიტორიაზე ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს.



ოფიციალური პირების განცხადებით, „მენდესინოს კომპლექსური ხანძარი“ გასული წლის „ტომასის ხანძარს“ აღემატება და ისტორიაში უდიდესი ხანძარი გახდა.



სკოტ მაკკლინმა, კალიფორნიის ტყეების დაცვისა და სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხანძარი „ექსტრემალურად სწრაფად, აგრესიულად და საშიშად“ შეაფასა.



„ამ დღეების განმავლობაში, შეხედეთ, რამხელა გახდა... დააკვირდით მენდესინოს ხანძარმა როგორ მოიმატა. ასე, უბრალოდ არ ხდება ხოლმე“, განაცხადა სკოტმა.



ადგილობრივი მმართველობა აცხადებს, რომ ამჟამად, ხანძრის 30%-ია ჩამქრალი და მისი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად კიდევ ერთი კვირაა საჭირო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი