ფედერიკა მოგერინი: ამ 10 წლის მანძილზე საქართველომ შეძლო და გახდა დემოკრატიული სტაბილურობის მისაბაძი მაგალითი რეგიონში
07-08-2018, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის სახელით, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მოგერინის განცხადებაში წერია, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს უკვე 10 წელია, რაც რუსეთი არ ახორციელებს, ასევე აღნიშნავს, რომ ამ 10 წლის მანძილზე საქართველო გახდა დემოკრატიული სტაბილურობის მისაბაძი მაგალითი და ევროკავშირი საქართველოს ჭეშმარიტი პარტნიორია.

 

 

„სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით.

 

 

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ ძალისხმევაში ჩართულობა და მონაწილეობა, მათ შორის,  ჟენევის ფორმატში გამართული დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში, ასევე, დაეხმაროს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევას და  გააგრძელოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა ადგილზე. 

 

 

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ წინადადებათა პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაჭრობის გამარტივების, განათლებისა და მობილობის საშუალებით. ამ ტიპის წინადადებები სრულად შეესაბამება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში. 

 

 

ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. საქართველომ წარმატებით განავითარა ეკონომიკა და მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმისათვის. დღეს ის რეგიონში დემოკრატიული სტაბილურობის მისაბაძი მაგალითია. 

 

 

ამასთან, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ ფართომასშტაბიან შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  ჩათვლით, რაც მომდევნო წლებში ჩვენს შორის ორმხრივ ურთიერთობებს განსაზღვრავს. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა ჭეშმარიტი პარტნიორობაა, რომელიც პოლიტიკურ ასოცირებას, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ჩვენს ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას ეფუძნება“, ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი