თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ბიზნესგეგმას უწოდებს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნული გენგეგმით, „სკვერებში კორპუსების მშენებლობის ნებართვაა ფაქტობრივად გაცემული".
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამბობდა, რომ ეს იყო იდეალური გენერალური გეგმა. ვნახეთ და სკვერებში კორპუსების მშენებლობის ნებართვაა ფაქტობრივად გაცემული.
როდესაც ამის შესახებ ვუთხარით, თქვეს, რომ ხარვეზი იყო, რაც გამოსწორდებოდა. საკრებულოს და ურბანული კომისიის თავმჯდომარეებმა ბრძანეს, რომ ისტორიულ ლანდშაფტურ ზონაში მშენებლობა შეიძლება. განხილვის პროცესში მაგალითიც მოიყვანეს, რომ ამ ადგილს ისტორიულ ლანდშაფტური ზონის სტატუსი მივანიჭეთ და მეტი როგორ დავიცვათო. საბოლოოდ, ეს ხალხი ამბობს, რომ კანონი არიან თავად, თუ ვინმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, შეუძლია ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაშიც განახორციელოს მშენებლობა.... თუ საზოგადოება იტყვის, რომ საკრებულოს ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს სკვერებში კორპუსების მშენებლობას, ჩვენ მხარს დავუჭერთ. არის ლეგიტიმური კითხვები - როგორ შეიძლება ლანდშაფტურ ისტორიულ ზონაში მშენებლობა, როგორ შეიძლება მივიღოთ გენერალური გეგმა და ისევ შეეძლოს მერს დისკრეციულად ფუნქციური ზონის ცვლილება. ეს არ არის გენერალური გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს თბილისმა და თბილისელებმა, ეს არის კახა კალაძის ბიზნესგეგმა, როგორ იშოვოს დამატებითი მილიონები“, განაცხადა ხაბეიშვილმა დედაქალაქის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც გენერალური გეგმა განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.