„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი" იქნება. მისი თქმით, ზურაბიშვილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო.
„ომი {2008 წლის} საქართველომ დაიწყო - განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, ოცნების ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო. „მადამ პრეზიდენტი" ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის არაა საიდუმლო - ივანიშვილის ავლადიდების სამშობლო საფრანგეთია. მანამდე როგორც პრეზიდენტი, ის მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ, ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია, - ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია. „ოცნების" ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდომას უშვებს - ნუ იზამთ იგივეს. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე - შთამომავლობა არ გვაპატიებს", წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.