გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
07-08-2018, 21:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

 


2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ სტან სტორიმანსი - ტელეკომპანია RTL - ის ოპერატორი, გიგა ჩიხლაძე- ტელეკომპანია „ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც მუშაობდა NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო RFI- თვის და ალექსანდრ კლიმჩუკი: „იტარ-ტასის“ ფოტორეპორტიორი. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ.

 


აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს, მთავრობასთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად პრეზიდენტმა სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა.

 


პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტო-მასალა, გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფების (შახვალად აივაზოვი, ლელი ბლაგონრავოვა, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი, გიორგი აბდალაძე, გიორგი ბუხაიძე) მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოებით მთელმა მსოფლიომ შეიტყო რუსული აგრესიის რეალური სახე.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი