თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს დაიწყება სამუშაოები ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მოწყობისთვის, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ვაშლიჯვრის დასახლებიდან მოძრაობის განტვირთვას, ასევე საბურთალოდან დიღმის მიმართულებით ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას.
„ჩვენ ვიწყებთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, არაერთ ლოკაციაზე უკვე დაწყებულია სამუშაოები. დღეს, კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა იწყება. ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს ამ პროექტს, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძი მოეწყობა. ჩვენ ვიცით, რომ იქ სერიოზული პრობლემა არის, საცობების, ვინც მოხვედრილა ამ გზაზე, მართლა შეუძლებელია, რამოდენიმე საათი, წუთი გიწევს დგომა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ შევძლებთ ამ მონაკვეთის განტვირთვას. პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, საბურთალოს და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის ასევე, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისათვის და დღეს უკვე იწყება სამუშაოები“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.