ვიდეო: კახა კალაძე - ძალიან დიდი სიცრუეა, რომ თითქოს თბილისის მერია აპირებს დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის განხორციელებას
08-08-2018, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიღმის ტყე-პარკთან მდებარე შენობებსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკში თბილისის მერია არანაირ მშენებლობას არ გეგმავს. კალაძე ერთ პროექტს შეეხო, რომლის მიხედვითაც ტყე-პარკის გვერდით მდებარე „კიას“ ცენტრის მაგივრად, კომპანია „ანაგი“ აპირებს ააშენოს თანამედროვე, ახალი, საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო დარბაზი. მანვე დაამატა, რომ „კიას“ ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას აშენდა, და ამ ნაგებობის თანამედროვე შენობით ჩანაცვლება, რომელიც „თავისი შინაარსით ტყე-პარკთან ჯდება“, საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეაა.

 

 


„მე დღეს მინდა ერთ საკითხს გამოვეხმაურო, რომელიც, მგონია რომ, მნიშვნელოვანია. ეს ეხება ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გავიდა. ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით, რომ ეს პარტიული ტელევიზიაა, კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“. ეს ტელევიზია არ ჩერდება და ყოველთვის ცდილობს სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყნის მოსახლეობას. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც გავიმეორებ, რომ არ ვაპირებ ასეთი სიცრუის გატარებას. მე არ მივცემ მათ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა სიცრუეში შეიყვანონ. სიუჟეტი ეხებოდა იმას, რომ, თითქოს, დედაქალაქის მერია და მერი აპირებს დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის განხორციელებას. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ჩემი ქალაქის მოსახლეობას, რომ ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი. რა ხდება რეალურად - ერთ-ერთმა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი და რომლის წევრებიც, სავარაუდოდ, თაღლითები არიან, განაცხადა, რომ, თითქოს, ჩვენ ზონა შევუცვალეთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც დღეს მდებარეობს „კიას“ ცენტრი. არანაირი ზონის ცვლილება არ გახორციელებულა. მე შემიძლია გაჩვენოთ 2009 წლის ზონალური რუკა, რომელზეც მწვანე ფერად ასახულია დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია. 2011 წლის ზონალურ რუკაზე დიღმის ტყე-პარკის ნაწილზე წითლად გამოსახულია „კიას“ ცენტრი, რომელსაც რუკაზე საზოგადოებრივი საქმიანი ზონა აწერია. ეს მოხდა 2011 წელს, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებაში და დედაქალაქის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სწორედ მათ გააკეთეს ეს ცვლილება და დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე „კიას“ ცენტრი ააშენეს. ეს არის კომპანია „ანაგის“ საკუთრება. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სიმახინჯე „კიას“ ცენტრის მაგივრად, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია, ააშენონ იგივე მოცულობის თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა.  მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აშენდეს თანამედროვე, ახალი, საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო დარბაზი. ეს ჯერ დამტკიცებული არ არის. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. როდესაც ამ პროექტზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში. ეხლა არ დავიწყებ იმაზე საუბარს და შედარებებს, როგორი იყო აქამდე და როგორი იქნება ამის მერე. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მცდელობებისა, გენგეგმას ვერანაირი ხარვეზები ვერ უპოვეს. გაურკვეველი არგუმენტებით რაღაცებს მიედ-მოედნენ, და ყოველგვარი სიცრუითა და ტყულით ცდილობენ ჩვენ მიერ მიღებულ გენგეგმას ზიანი მიაყენონ. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას პრიორიტეტი სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობა და ახლების მშენებლობა იყო. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დიღმის ტყე-პარკთან მიმართებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ამიტომაც, ამ ადამიანებთან კომუნიკაცია დავიწყეთ, რათა მოხდეს გამოსყიდვა და ადგილმონაცვლეობა, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შევქმნათ საუკეთესო გარემო და სივრცე. ეს პროექტი, რომელიც „კიას“ ცენტრს ეხება, თავისი შინაარსით ტყე-პარკთან ჯდება. ეს ემიჯნება ტყე-პარკის ტერიტორიას და მგონია, რომ ძალიან ლამაზი და საინტერესო სივრცე იქნება. რომელ განვითარებულ ქვეყანაში გაგიგიათ, რომ წვანე სივრცესთან ავტოსალონი ყოფილიყო. ეს ყველაფერი ლოგიკას და რეალობას სცდება. შესაბამისად, პროექტი, რომლის გახორციელებასაც ეს კომპანია აპირებს, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის თანამედროვე ტიპის საგამოფენო ორანჟერია, სადაც იქნება სადღესასწაულო და საკონცერტო დარბაზები. ზუსტად დიღმის მოსახლეობა იცავდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამ კონკრეტულ პარკს, რომ არ მომხდარიყო იქ რაიმე მშენებლობა. ამის მერე „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის და ჩვენ გვაბრალებს, რომ რაიმეს აშენებას ვგეგმავთ. ნამდვილად არ მოგცემთ მოსახლეობის მოტყუების შესაძლებლობას“, განაცხადა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი