თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტზე მივდივართ იმიტომ, რომ MAP-ისთვის ვიბრძოლოთ
18-06-2015, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ვარშავის სამიტზე მივდივართ იმიტომ, რომ MAP-ისთვის ვიბრძოლოთ", - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბათუმში გააკეთა, სადაც ის ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევის შეხვდა.


მათი შეხვედრა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში გაიმართა.


ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გამოხატა და მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარეს ყველა საჭირო ფორმატში დახმარება აღმოუჩინოს.


მისი თქმით, ბულგარეთი მზადაა ნატოში საქართველოს მეგობართა ჯგუფში ჩაერთოს, რათა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ უფრო ნათელი გახდეს.


როსენ პლევნელიევმა საქართველოს წვლილი ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში ხაზგასმით აღნიშნა.


„ბულგარეთი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი ქვეყანაა, შავი ზღვის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და ევროპულ სახელმწიფოდ გვხდის. მე ბულგარეთის პრეზიდენტს ვთხოვე იმ ჯგუფის თანამონაწილე იყოს, რომლის ფორმირებასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ვგეგმავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ავტორიტეტის მქონე და ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს თანხმობას, რომ ამ ჯგუფის საქმიანობაში თავადაც იქნება ჩართული. მათი სრული მხადაჭერა გვაქვს. ჩვენ ამოცანა განსაზღვრული გვაქვს - ვარშავის სამიტზე მივდივართ იმიტომ, რომ MAP-ისთვის ვიბრძოლოთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი, რომელიც ამ გზაზე ჩვენს გვერდში დადგება. ბულგარეთი ნამდვილად ასეთი იქნება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი