თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები „SHEROes“ პრეზენტაციას დაესწრნენ
08-08-2018, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, ამ ბიჭების დაღვრილი სისხლი დაფასდეს, მათმა თავდადებამ უკვალოდ არ ჩაიაროს, - ამბობს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე. სისუსტის უფლება არ მაქვს. ჩემი მოვალეობაა ძლიერი ვიყო ჩემი შვილისთვის, ჩემი მეუღლის სახელის უკვდავსაყოფად, - წერს კაპრალ გიზო წულაიას მეუღლე ლორიტა გოგოხია. ეს ამონარიდებია ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნიდან - „SHEROes“.

 

 

ფოტოწიგნი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა, გამომცემლობამ -  „წიგნები ბათუმში“ გამოსცა.

 

 

წიგნის პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ზაალ კაპანაძე და ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, ასევე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრები დაესწრნენ.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, ზაალ კაპანაძემ აღნიშნა, რომ გმირების ოჯახების წევრებმა სამოქალაქო თავდადების მაგალითები გვიჩვენეს. მან მადლობა გადაუხადა გმირ ქალებს, ოჯახებს, რომლებიც ომის დროს მეომრებს ზურგს უმაგრებდნენ.

 

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამომცემლობის წარმომადგენელი მარიამ კორინთელი, უმცროსი სერჟანტის შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე, ასევე წიგნის ავტორები - სალომე ბენიძე და დინა ოგანოვა გამოვიდნენ. მათ ყურადღება გამოცემის მნიშვნელობასა და ომის კულისებში მყოფი ქალების წვლილზე გაამახვილეს.

 

 

„SHEROes“ ომის სამოქალაქო გმირების ამბავია. წიგნში გადმოცემულია იმ ქალთა ისტორიები, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს არ დატოვეს სახლები, იხსნეს არაერთი ადამიანის სიცოცხლე, დაკარგეს ახლობლები და, მიუხედავად ამ ტრაგედიისა, ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლეს.

 

 

ღონისძიება  „სილქ ფაქტორი სტუდიოში“ გაიმართა. თბილისში ფოტოწიგნის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს, გამომცემლობა  „წიგნები ბათუმში“ და საქართველოში ქალთა ფონდის თანამშრომლობით გაიმართა. ავტორები  „SHEROes“ საზოგადოებისათვის გაცნობას საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გეგმავენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი