იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
08-08-2018, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა მამა მატათამ კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. დღესვე, გრიგოლ დალაქიშვილმა დაღუპულთა მემორიალები გვირგვინით შეამკო ბაღდათსა და სამტრედიაში. ასევე, სოფელ დიმში დაღუპული გმირის ფ. კაკაურიძის სახელობის ქუჩაზე სახელდების აბრა გახსნა.

 

 

„10 წლის შემდეგ ისეთივე მტკივნეულია ეს დღე ჩემთვის, როგორც 2008 წელს იყო. 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. რამდენიმედღიანმა ომმა ჩვენს ქვეყანას მძიმე შედეგი მოუტანა. რუსეთ–საქართველოს ომში მებრძოლებთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენ. ჩვენი დროის გმირებმა სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მე ქედს ვიხრი მათი ვაჟკაცობისა წინაშე და კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ ყველა ოჯახს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო, აღნიშნა გრიგოლ დალაქიშვილმა.

 

 

2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა. იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს.

 

 

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი